გაკვეთილი 5
•გაკვეთილის თემა:
ჰაერის მდგომარეობის გარემოსდაცვითი და
ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა. ჰაერის დამტვერიანება და მისი მავნე ზემოქმედების
გაცნობა. ჰაერში მტვრიანობის განსაზღვრის სამუშაოების ჩატარება
•სწავლების
მეთოდები:
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პრეზენტაცია, დემონსტრირება (მათ შორის,
ვიდეომასალის); ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება; ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობითი სწავლება,
გონებრივი იერიში, დისკუსია, შემთხვევის ანალიზი.
•გაკვეთილის
მოკლე აღწერა:
1. პრეზენტაცია (ჰაერის ხარისხის პრობლემა და გადაჭრის გზები) 2. ჯგუფური მუშაობა:
ხელსაწყოს მუშაობის დემონსტრირება, ხელსაწყოს პასპორტისა და გამოყენების
ინსტრუქციის გაცნობა;
• 3. ლაბორატორიული სამუშაო, მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით
საზღვრავენ მტვრის ნაწილაკების შემცველობას ჰაერში სხვადასხვა ადგილებში: საკლასო
ოთახი, სკოლის დერეფანი და გარე პერიმეტრზე - სკოლის ეზოში.
• 4. დისკუსია/დებატები სიტუაციური
ამოცანების განხილვით.
5.
შედეგების შეჯამება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს შედეგებს –
რა მოისმინეს, რამდენად გასაგები და
საინტერესო იყო ინფორმაცია
Comments
Post a Comment