ყოველწლიური "დედამიწის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება.
დღეს სსიპ ქუთაისის #33 საჯარო სკოლაში ჩატარდა ყოველწლიური "დედამიწის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება. სკოლის ორმა პედაგოგმა გარემოს დაცვის ისტ-ის მენტორ მასწავლებელმა ნათია კამკამიძემ და მუსიკის წამყვანმა პედაგოგმა ნანა ჭირაქაძემ ჩაატარეს საინტერესო შეხვედრა 6 ბ კლასის მოსწავლეებთან.
გაიხსენეს რომელ 22 აპრილი,რომელიც დედამიწის დღედ გამოცხადდა გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, შეხვედრაზე მოისმინეს პოპ ვარსკვლავის ლუი არმსტრონგის ცნობილი სიმღერა, რომელის მოწოდებაა დედამიწის სიყვარულისა და გაფრთხილების შესახებ.
ამ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები გარემოზე ზემოქმედების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე ძალზე საინტერესო შემთხვევების მაგალითზე.
Comments
Post a Comment